Pages

Saturday, November 8, 2014

პუშკინი  საქართველოში  თვითნებურად  ჩამოვიდა, მეფე  ნიკოლოზ  მეორეს   ამაზე  უარყოფითი   რეაქცია   ჰქონდა.  მას  არ  უნდოდა   პოეტს  გადასახლებულ  დეკაბრისტებთან   ჰქონოდა  კავშირი.მეფემ  კარგად  იცოდა  რა  ძლიერი  იყო  პოეტის  შემოქმედების  გავლენა საზოგადოების  აზრზე. პუშკინი  საქართველოში  სწორედ  მაშინ   შემოვიდა,   როცა მხლებლებს   გრიბოედოვის   დასახიჩრებული   ცხედარი  საქართველოში  შემოჰქონდათ.  ეს  იყო  მათი  პირველი   და  უკანასკნელი   შეხვედრა.  პოეტზე   დიდი  შთაბეჭდილება   მოახდინა   დარიალის ხეობამ , ბუმბერაზმა  მთებმა და  მის  კალთებზე  წამომართულმა   უძველესმა  სალოცავებმა .ალექსანდრე  მოიხიბლა  მაშინდელი  ტიფლისით,  ულამაზესი  ქალწულებით,  ამაყი  ქართველი  თავადებით, ლხინის  ადათ–წესებით, საოცარი  გოგირდის  აბანოებით.აქ  მან  გაიცნო  მოწინავე  ქათველი  ინტელიგენცია.  პოეტმა  საქართველოში დიდი  სითბო  და სიყვარული  იგრძნო. პუშკინმა  გაიცნო  ალექსანდრე  ჭავჭავაძის  ოჯახი  და  ხშირად  სტუმრობდა  მის  ლიტერატურულ  სალონს.  პუშკინმა   საქართველოში  ბევრი  შედევრი  შექმნა  ტყუილად  კი არ  უწოდებდნენ  კავკასიას   რუსი  პოეტების   შემოქმედებით   აკვანს.